Mentality I The Sons of Phirals

12 თებერვალი 2025, 15:33 613 ნახვა

Mentality I The Sons of Phirals

Mentality

პოსტ პანკ დუეტი ქუთაისიდან Mentality  ყველაზე ახლგაზრდა ბენდია, რომლისთვისაც ამ გადაცემას უმასპინძლია - მისი წევრები
ვოკალისტი და გიტარისტი ანდრია სვანაძე თხუთმეტი წლისაა, ხოლო
ვოკალისტი და ბას გიტარისტი გიორგი ტალახაძე, თექვსმეტის. ბიჭები ერთი წელზე მეტია რაც საკუთარი მუსიკის შექმნის სურვილით გაერთიანდნენ.
ისინი ქართულენოვან რეპერტუარს პერსონალურ გამოცდილებასა და დაკვირვებაზე დაყრდნობით ქმნიან.

 

 

The Sons of Phirals
 

როკ ჯგუფი The Sons of Phirals 2021 წელს გურიაში ჩამოყალიბდა - სწორედა იქ ძმებმა ბადო და დათი შარაშენიძეებმა გაიცნეს მიქაელ დოლიძე. საკუთარი სიმღერების წერის გამოცდილება იმ დროისთვის სამივეს ქონდა. მათ ახლობელი მუსიკოსები დაიხმარეს და 2022 წლის ივლისში პირველი სიმღერა What If I ჩაწერეს. ეს ბიძგის მომცემი გახდა მომდევნო ჩანაწერებისთვის და დღევანდლამდე ჯგუფმა ათამდე სიმღერის ჩაწერა მოახერხა. სიმღერების ნაწილი ინგლისურენოვანი და ნაწილი ქართულენოვანია.