უკრაინის პირველი ლედი თეთრ სახლში მიიღეს

20 ივლისი 2022, 10:51 567 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მეუღლესთან ჯილ ბაიდენთან ერთად უკრაინის პირველ ლედის ოლენა ზელენსკას თეთრ სახლში უმასპინძლა. 

თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინისა და ამერიკის პირველმა ლედებმა ისაუბრეს აშშ-ის  მხარდაჭერის შესახებ უკრაინის მთავრობისა და მისი ხალხისადმი, ასევე ომის დანაშაულებებზე და რუსეთის პასუხისგებაში მიცემის გზებზე.

მანამდე ოლენა ზელენსკა სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენსა და იუსაიდის ადმინისტრატორს სამანტა პაუერს შეხვდა, დღეს უკრაინის პირველი ლედი სიტყვით მიმართავს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში