გიორგი მამარდაშვილმა ''დორტმუნდის'' წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩაატარა

18 ივლისი 2022, 23:45 1252 ნახვა

ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის ''ვალენსია'' ახალი სეზონის პირველ სატესტო შეხვედრაში ''დორტმუნდს'' დაუპირისპირდა და 3-1 დაამარცხა.

გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 63-ე წუთამდე ათამაშა.

გიორგიმ ამ დროის განმავლობაში 5 ბურთის მოგერიება შეძლო. ერთადერთი  გოლი პენალტიდან მარკო როისმა გაუტანა. 

გიორგის ნაცვლად სილენსენი მაშინ შემოვიდა, როდესაც უკვე ვალენსია იგებდა 3-1 იგებდა. ნიდერლანდელს დარჩენილ დროში საქმე არ ჰქონია და შეხვედრა სეივის გარეშე ჩაამთავრა.
შეცვლის შემდეგ გატუზო

მამარდაშვილს მიესალმა, ჩანდა რომ იტალიელი სპეციალისტი მეკარის თამაშით კმაყოფილი დარჩა.

გიორგი მამარდაშვილმა სათამაშო  ნომერი შეიცვალა, გასულ სეზონში ის  28-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, დღეს კი 26 ნომრით გამოვიდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში