„ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“ - იურიდული დახმარების პროგრამა

18 ივლისი 2022, 14:02 810 ნახვა

ბათუმში იუსაიდისა და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის პროგრამით სტუდენტები და დაინტერესებული პირები სამართლის სფეროში გადამზადდებიან

ამ ეტაპზე შერჩეულია 20 სტუდენტი, რომლებიც გადამზადების შემდეგ რეგიონის მოსახლეობასთან იმუშავებენ სამართლებრივი ცოდნისა და საკუთარი უფლებების დაცვის საკითხებში.

პროგრამა სახელწოდებით „ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“ ორეტაპიანია. 

ტრენინგები 25 ივლისს დასრულდება, პროგრამის მეორე ეტაპზე კი  სტუდენტები და იურიდიული დახმარების სამსახურის სპეციალისტები მოსახლეობასთან მუშაობას შემოდგომიდან დაიწყებენ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი