გარდაცვლილი ქართველი მეომარი

17 ივლისი 2022, 17:54 626 ნახვა

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი კახა გოგოლი ფოთში, საკუთარ სახლში, გვიან ღამით გადაასვენეს. ქართველ მებრძოლს 19 ივლისს ფოთში სამხედრო პატივით დაკრძალავენ. მის საცხოვრებელ სახლთან უკრაინისა და საქართველოს დროშებია გამოფენილი.

კახა გოგოლი ლუგანსკის ოლქში იბრძოდა. იგი 10 ივლისს გამთენიისას ოკუპანტების საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა. 47 წლის სამხედრო უკრაინაში საბრძოლველად ომის დაწყებიდან 15 დღეში წავიდა.

უკრაინაში ომს დღემდე 17 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი