ტუნისში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში, ქართველებიდან მხოლოდ გენო პეტრიაშვილმა იჭიდავა და ჩემპიონიც გახდა.
ამ წონაში შეხვედრები წრიული სისტემით ჩატარდა, პეტრიაშვილმა პირველ შეხვედრაში ინდოელი მოჰიტ მოჰიტი 10:0 დაამარცხა.
შემდეგ ამერიკელ ჰაიდენ ნიკოლას ზილმერს 8:2 სძლია, ნახევარფინალში იუსუფ ბატირმურზაევი 12:2 დაამარცხა, ფინალში კი კვლავ ამერიკელ ჰაიდენ ნიკოლას ზილმერს მოუგო და ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.