რუსეთის ფედერაციის დაუსჯელობა უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო დაუშვებელია - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისრის იანეს ლენარჩიჩის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების მიხედვით, ისინი, ვინ ვინიცის ბარბაროსულ დაბომბვასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვაში არიან ბრალდებულები, აუცილებლად აგებენ პასუხს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.