გამოსამშვიდობებელი შეხვედრა კარლ ჰარცელთან

15 ივლისი 2022, 14:44 611 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ თანამშრომლობას.

აღინიშნა ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში კარლ ჰარცელის მნიშვნელოვან წვლილს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში