პუტინის თავდასხმა უკრაინაზე არის გამოწვევა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მთელ მსოფლიოში - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
ჯო ბაიდენის თქმით, პუტინის ომი უნდა იყოს მისი სტრატეგიული მარცხი და დაამატა, რომ თავისუფალმა სამყარომ მათ გადაწყვეტილებას მხარი უნდა დაუჭიროს, დაეხმაროს უკრაინას დაიცვას საკუთარი დემოკრატია.