ვირჯინიის შტატში წყალდიდობის ფონზე 44 ადამიანს ეძებენ

14 ივლისი 2022, 09:59 586 ნახვა

აშშ-ში ვირჯინიის შტატში სტიქიას ებრძვიან. „როიტერის“ ინფორმაციით, ქალაქ უაითვუდში წყალდიდობის ფონზე 44 ადამიანს ეძებენ,  გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ჯერ დაკარგულად არ ითვლებიან, თუმცა ახლობლები მათთან დაკავშირებას ვერ ახერხებენ და მათი ადგილსამყოფელიც ამ დრომდე უცნობია.

მედიის ცნობით, წყალდიდობამ დასახლებაში 100-ზე მეტი სახლი დააზიანა, ასევე დაზიანდა რამდენიმე საავტომობილო გზა და ხიდი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი