ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი 5 სექტემბერს გახდება ცნობილი. კანდიდატების შერჩევა მიმდინარე კვირაში დაიწყება. ამ დროისთვის, მმართველი კონსერვატორული პარტიის ხელმძღვანელობისა და პრემიერ-მინისტრობის სიაში 11 კანდიდატია, კანონმდებლები კანდიდატთა რაოდენობას ორამდე შეამცირებენ.
შემდგომ კონსერვატორული პარტიის 200 ათასამდე წევრი საკუთარ არჩევანს ზაფხულში საფოსტო კენჭისყრის დროს დააფიქსირებს.
7 ივლისს ბორის ჯონსონმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ თანამდებობაზე დარჩება მანამ, სანამ კონსერვატორული პარტიის ახალი ლიდერს და მთავრობის მეთაურს არ აირჩევენ.