აშშ-ის სენატმა 51 ხმა 48-ის წინააღმდეგ დონალდ ტრამპის გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, საგარეო დახმარებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსება 9 მილიარდი დოლარით შემცირდება. თანხის უმეტესი ნაწილი გამოიყენებოდა სხვა ქვეყნების დასახმარებლად, ისეთი მიმართულებით როგორიც არის ომისა და სტიქიური უბედურებების შედეგად გამოწვეული ზარალი.
ასევე 1 მილიარდ დოლარზე მეტით მცირდება დაფინანსება, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს მომდევნო 2 წლის განმავლობაში უნდა მიეღო.
ტრამპი და მისი რესპუბლიკელი კოლეგები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება არ არის საჭირო, რადგან მათი აზრით, აღნიშნული მედია რესპუბლიკელების წინააღმდეგობით გამოირჩევა.