სლოვაკეთის პრემიერი ურსულა ფონ დერ ლაიენს ღია წერილით მიმართავს და რუსულ გაზზე უარის თქმის გამო ევროკავშირს აკრიტიკებს. ფიცო წერილში აცხადებს, რომ სლოვაკეთი არასოდეს დაუჭერს მხარს ინიციატივას გაზის მიწოდების ნაწილში, რომლის მიხედვითაც მომავალი წლიდან რუსული გაზის მიწოდება შეწყდება.
მინისტრი აღნიშნავს, რომ ეს ზიანს მიაყენებს სლოვაკურ დასახლებებს, ბიზნესს და ემუქრება მთელი ევროკავშირის კონკურენტუნარიანობას.
მან ასევე აღნიშნა, რომ მისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით თანმიმდევრულია, სლოვაკეთი ამას განიხილავს, როგორც სანქციას და აკავშირებს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მე-18 სანქციების პაკეტთან. ამიტომ ფიცოს თქმით, სლოვაკეთი ელოდება, რომ სანქციების პაკეტისთვის ხმის მიცემა მხოლოდ გაზმომარაგების არსებითი რისკების აღმოფხვრის შემდეგ მოხდება.