,,მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები ყველა მხარემ უნდა დათმოს, ეს პოლიტიკური მხარეების თანაბარი პასუხისმგებლობაა“ - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუს დროს.
ჰარცელი ამბობს, რომ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, დროა ყველა მხარემ პოლიტიკური გამბედაობა გამოიჩინოს მოლაპარაკებებში ჩასართავად, რაც დიპლომატის აზრით კომპრომისის გამონახვის საშუალებას გააჩენს. დიპლომატი მიიჩნევს, რომ საქართველომ ევროკომისიის რეკომენდაციებზე, 12 საკითხზე უნდა იმუშაოს, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და, რომ ეს მხოლოდ საქართველოს ხელშია.