საკონსტიტუციო სარჩელი სამი პარტიის აკრძალვის შესახებ - შეფასებები

29 ოქტომბერი 2025, 14:09 95 ნახვა

„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს პარტია "ლელო-ძლიერი საქართველო“.

ტექსტის თანახმად ოპოზიციური პარტია გმობს პარტიების აკრძალვის შესახებ ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნიათ რომ ეს ნაბიჯი დემოკრატიის გაუქმებას ემსახურება.

მათივე განცხადებით პარტია დაფუძნების დღიდან არღვევდა პოლიტიკურ ორპოლუსიანობას და ქმნიდა რეალურ ალტერნატივას.

ენმ-ში კი აცხადებენ, რომ პარტიების აკრძალვის შესახებ კანონს ევროსასამართლოში გაასაჩივრებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე