პარლამენტში ინტერპელაციის წესით ინფრასტრუქტურის მინისტრს უსმენენ

29 ოქტომბერი 2025, 14:45 106 ნახვა

საკანონმდებლო ორგანოში ინფრასტრუქტურის მინისტრს უსმენენ. რევაზ სოხაძემ ინტერპელაციის წესით  სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ისაუბრა,  მათ შორის  ჩქაროსნულ   მაგისტრალებზე, შემოვლით გზებსა და წყალარინების სისტემაზე. მინისტრმა ასევე იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც მისივე თქმით,  უწყების  წინაშე დგას. მინისტრმა ისაუბრა დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებსაც.  

რევაზ სოხაძის განცხადებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, უწყების ორ დამოუკიდებელ უწყებად გაყოფის შემდეგ, სიღრმისეული გადახედვა,  ფუნქციების გადანაწილება და დაქვემდებარებული სტრუქტურების ხელახალი ფორმირება და შემდგომი პროცესების სტაბილაზაციას მოხდა.

დღევანდელი მდგომარეობით ინფრასტრუქტურის  სამინისტროს  სისტემაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მუნიციპალური განვითარების ფონდი და წყალარინების  კომპანია ფუნქციონირებს.  სამივე მიმართულებაში  გატარებული სამუშაოების შედეგად, მინისტრმა თქვა, რომ  ძირითად გამოწვევად სამუშაოების ვადების შესრულების ვადების გადაცილება გამოიკვეთა.  

მე-11 მოწვევის პარლამენტში დღეს პირველი ინტერპელაციაა

ამ წუთებში ინფრასტრუქტურის მინისტრი, პარლამენტარებს, წინასწარ 70-მდე გადაგზავნილ კითხვებს პასუხობს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე