პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისს და მსოფლიო ბანკის გლობალურ დირექტორს განათლების მიმართულებით, ლუის ბენვენისტეს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით ირაკლი კობახიძემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია გააცნო. ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობას უმაღლესი განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელების პროცესში.
საუბარი ასევე შეეხო მსოფლიო ბანკთან ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობას.