„ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელი

29 ოქტომბერი 2025, 11:44 106 ნახვა

პარლამენტის საპროცედურო კომიტეტმა დღეს „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელზე ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დაადასტუროს. ამის შემდეგ დოკუმენტი საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება.

საკონსტიტუციო სარჩელზე გადაწყვეტილება, სასამართლომ დოკუმენტის მიღებიდან  9 თვის შუალედში უნდა გამოაცხადოს. სახელისუფლებო გუნდი ერთობლივი სარჩელით „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელოს“ არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვს.

"ქართული ოცნების" შეფასებით, აღნიშნული პარტიები ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში არიან მხილებული.

ასაკრძალი პარტიების სიაში არ მოხვდა პარტია გახარია - საქართველოსთვის. გახარიას გუნდმა ბოიკოტი შეწყვიტა და საპარლამენტო საქმიანობა დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე