ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, უწყება წინასწარ არ აანონსებს სანქციების დაწესებას ინდივიდუალურ პირებსა თუ კომპანიებზე, თუმცა აგრძელებენ ბიზნესის გაფრთხილებას, არ დაეხმარონ რუსეთს ამერიკის სანქციების თავიდან აცილებაში.
რუსეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოსა და ბელარუსში პუტინთან დაკავშირებული პირებისთვის სანქციების დაწესება განიხილება: „ჯერ ვერ ვისაუბრებ გვარებზე, რადგან ჩვენ ამის თაობაზე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ იქნებიან ინდივიდები საქართველოსა და ბელარუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები“.