აქცია ჩაქვში გაზიფიცირების მოთხოვნით

07 ივლისი 2022, 18:26 3739 ნახვა

ჩაქვში, მეშვიდე რაიონის დასახლებაში მცხოვრებლები ბუნებრივი აირის ჩართვასა და საბავშვო ბაღის მშენებლობას ითხოვენ. მათი თქმით, 500 ოჯახიანი დასახლებას ბაღი წლებია არ აქვს,რის გამოც ბავშვების ნაწილი სკოლამდელი განათლების გარეშეა, ნაწილი კი ქალაქში სხვადასხავა საჯარო თუ კერძო ბაღში დაჰყავთ. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში გაზის მილები რამდენიმე წლის წინ შეიყვანეს, თუმცა ამ დრომდე უმოქმედოა. აქციის მონაწილეებთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც პასუხისმგებლობას ქობულეთის მერიას აკისრებენ.   მათი მტკიცებით, დახმარებისთვის მუნიციპალიტეტს არაერთხელ მიმართეს, თუმცა  მხოლოდ დაპირებები მიიღეს. ქობულეთის მერი ლევან ზოიძე კი ირწმუნება, რომ საბავშვო  ბაღის პროექტი უკვე მზად აქვთ და  მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მერის განმარტებით, მილები ექსპლუატაციაში უკვე მიიღეს, თუმცა მოსახლეობის ქსელში ჩასართავად გარკვეული პროცედურები და დროა საჭირო.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი