საქართველოში კორონა ვირუსის ახალი შემთხვევების მატებაა. ბოლო ერთი კვირაა ეს რიცხვი 5-ჯერ არის გაზრდილი, ამიტომ მედიკოსების რეკომენდაციაა მოქალაქეებმა დახურულ სივრცეში, სადაც ხალხმრავლობაა პირბადე გამოიყენონ.
ვირუსის გავრცელების პიკს კი შემოდგომაზე, კონკრეტულად ოქტომბერში ელოდებიან.
მედიკოსების ინფორმაციით, ეს ვირუსის ახალ მუტაციაზეა დამოკიდებული, რომელიც სწრაფად ვრცელდება და აქამდე არსებულ შტამებს მის წინააღმდეგ იმუნიტეტი არ აქვთ.