ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია - სტოლტენბერგი

05 ივლისი 2022, 14:44 877 ნახვა

შვედეთმა და ფინეთმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას ნატოს  ალიანსში გაწევრიანების შესახებ.  დოკუმენტს ხელი მოაწერეს ნატოს 30-ვე წევრმა და ასევე ფინეთის და შვედეთის წარმომადგენლებმა.

თავის გამოსვლაში ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და ფინეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღევანდელ დღეს ისტორიული უწოდეს. მათ განაცხადეს, რომ ეს ფაქტი ამ ორი ქვეყნის და მთლიანად ნატოს უსაფრთხოებას გააძლიერებს.

ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადი მაისში შეიტანეს. მათი გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება რეკორდულად მცირე დროში  ერთ თვეში ნატოს მადრიდის სამიტზე მიიღეს. ახლა ფინეთისა და შვედეთის ნატოს სრულფასოვან წევრობამდე ალიანსის წევრი 30 ქვეყნის პარლამენტებმა ამ ხელშეკრულების რატიფიცირება უნდა მოახდინონ.

სკანდინავიის ორმა ქვეყანამ, რომელიც მანამდე ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, ნატოში გაწევრიანების სურვილი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ გამოთქვეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი