28 ბავშვი ნახჩევანის სარეაბილიტაციო ცენტრში ბრონქული ასთმის მკურნალობის კურსს გაივლის

05 ივლისი 2022, 14:39 858 ნახვა

28 ბავშვი ნახჩევანის სარეაბილიტაციო ცენტრში ბრონქული ასთმის მკურნალობის კურსს გაივლის.

სასუნთქი სისტემის სხვადასხვა დაავადებების მქონე ბავშვები სანატორიულ-კურორტულ მკურნალობას 2 კვირის განმავლობაში გაივლიან.

ბავშვები უზრუნველყოფილი იქნებიან სადღეღამისო მომსახურებით და ასევე, ადგილობრივი ექიმების მეთვალყურეობით, გაეწევათ სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სერვისი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი