ხულოს დრამატული თეატრის თანამშრომლებს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი წარუდგინეს. თამაზ ბოლქვაძე აჭარის განათლების სამინისტრომ კონკურსის საფუძველზე ოთხი წლის ვადით დაამტკიცა თეატრის მმართველ პოზიციაზე. იგი პარალელურად ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ლექტორია. ამ დრომდე ხულოს პროფესიულ დრამატულ თეატრს როინ სურმანიძე ხელმძღვანელობდა, რომელიც არჩეული იყო ამ თანამდებობაზე. ხულოს თეატრი 1937 წელს გაიხსნა.