შვეიცარიაში 2 დღიანი საერთაშორისო კონფერენცია იხსნება

04 ივლისი 2022, 10:04 584 ნახვა

შვეიცარიის  ქალაქ  ლუგანოში  უკრაინის აღდგენის საერთაშორისო კონფერენცია  იწყება, რომელიც ორი დღის განმავლობაში იმუშავებს. 

ღონისძიებაში 40-მდე  ქვეყნის ლიდერი, საერთაშორისო ორგანიზაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ისინი უკრაინისთვის ე.წ. მარშალის გეგმის შემუშავებას აპირებენ. 

ლუგანოში უკრაინის დელეგაციაც ჩავა პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალისა და საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას მონაწილეობით.   

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი . ომის დასრულების შემდეგ უკრაინის აღდგენას, სავარაუდოდ, ასობით მილიარდი დოლარი დასჭირდება, რაც დიდი ინვესტიციების განხორციელებას მოითხოვს.

კიევის ეკონომიკის სკოლის შეფასებით, შენობებსა და ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზიანი თითქმის 104 მილიარდი აშშ დოლარს შეადგენს, უკრაინის ეკონომიკამ კი 600 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი განიცადა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი