საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, ერთმანეთში გაწერეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები ხის მასალის თითქოსდა მიწოდება-შესყიდვის მიზნით.
ამ ფორმით კი მიიღეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი, საუბარია ნახევარ მილიონ ლარზე მეტ თანხაზე.
ამის გარდა, უკვე ბრალდებულები შემოსავლებს სისტემატურად არასწორად ადეკლარირებდნენ.