ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაცია განახლდა. პროექტის მიხედვით, დაიგება ასფალტის საფარი, ტროტუარებზე კი დეკორატიული ფილები.
ასევე გათვალისწინებულია მოაჯირეების, სანიაღვრე და გარეგანათების სისტემების მოწყობა. ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს ჯავახიშვილის ქუჩიდან შარტავას ქუჩამდე მონაკვეთში.
ინფორმაცია და ვიდეო მასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.