“შევთანხმდით გავაძლიეროთ პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებთან, რომლებიც რუსეთის აგრესიის საფრთხეს განიცდიან, მათ შორისაა საქართველოც – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრემიერთან შეხვედრაზე ისაუბრა.
ამბობს, რომ პრაქტიკულ, ისევე პოლიტიკურ მხარდაჭერას საქართველოსთვის ახალი პაკეტით გააქტიურებენ. მათ შორის, ნატო-ს კიბერ წვრთნებში საქართველოს მონაწილეობის გაზრდით, უსაფრთხოების კომუნიკაციების გაძლიერებით და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის განვითარებაში დახმარებით.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ნატო-ს ყველაზე სანდო და შემძლე პარტნიორის რანგში საქართველო მზადაა მჭიდროდ იმუშაოს ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობასთან მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად.