საქართველოში ვიზიტით მყოფი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ. უწყების ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტები, ნატოსთან თანამშრომლობის საკითხები და რეფორმების განხორციელების პროცესში ნატოს ჩართულობა განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში შემუშავებულ „საქართველოზე მორგებული დახმარების ღონისძიებათა დოკუმენტზე“, რომელიც მადრიდის სამიტზე მიიღეს.
შეხვედრაზე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, მათ შორის რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის შედეგად შექმნილი უსაფრთხოების მწვავე გარემო.