„მნიშვნელოვანია ნატო-ს მადრიდის სამიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები“- საგარეო საქმეთა სამინისტრო

30 ივნისი 2022, 11:34 584 ნახვა

საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ნატო-ს მადრიდის სამიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც პრაქტიკულ, ასევე პოლიტიკურ განზომილებაში, – სამიტთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

როგორც აღნიშნავენ,  არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის განვითარება და პოლიტიკური დიალოგის გაღრმავება გადამწყვეტია რეგიონული უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.

უწყება მიესალმება, რომ ახალ სტრატეგიულ კონცეფციაში შესაბამისად აისახა ღია კარის პოლიტიკის აქტუალურობა და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში