ტურისტული ინფრასტრუქტურა ჯვარიმინდორზე

29 ივნისი 2022, 19:27 1834 ნახვა

ჯვარიმინდორი - აჭარაში ყველაზე გრძელი, ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელი, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე კოტეჯებთან ერთად საშხაპეები, საპირფარეშოები, საკოცონე სივრცე და საპიკნიკე ზონა განთავსდება. მოლაშქრეებს ჯვარიმინდორზე ღამისთევისა და დასვენების საშუალება ეკოსტანდარტებით მოწყობილ თავშესაფრებში ზაფხულის ბოლოდან შეეძლებათ. ჯვარიმინდორი ერთ-ერთი უნიკალური გზაგასაყარია, რომელიც საშუალებას იძლევა ერთმანეთს დაუკავშირდეს რამდენიმე გარდამავალი ქსელური მარშრუტი.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში