საქართველოში „მშვიდობის კორპუსის“ ახალი ოფისი გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე, “მშვიდობის კორპუსის“ წარმომადგენლობა ესწრებოდნენ.
მიხეილ ჩხენკელმა „მშვიდობის კორპუსი საქართველოს“ წარმომადგენლებს, განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მადლობის სიგელი გადასცა.
თანამშრომლობის ფარგლებში 2018-2020 წლებში წელიწადში 85-მდე ინგლისური ენის მოხალისე პედაგოგი საქართველოს 11 რეგიონის საჯარო სკოლებში მუშაობდა.
საქართველოში მოხალისეების საქმიანობა, გლობალური პანდემიის გამო იყო შეჩერებული. ოფისის გახსნის შემდეგ კი „მშვიდობის კორპუსი – საქართველოს“ მოხალისეები 2023 წლის თებერვალში უკან დაბრუნდებიან. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.