ქართული ღვინო ბოლო 10 თვეში, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 29 გამოფენა-ფესტივალსა და 250-მდე დეგუსტაცია-სემინარზე აშშ-ში, ევროპისა და აზიის, ჯამში, 20-მდე ქვეყანაში იყო წარდგენილი.
ამავე პერიოდში, უცხოელი ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით, საქართველოში 17 ღვინის ტური გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართული ღვინოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის პროფესიონალებმა დააგემოვნეს.
აღსანიშნავია, ასევე ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით გამართული ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის ზრდას ემსახურება