წლის განმავლობაში შესამოწმებელ თანამდებობის პირთა შერჩევისათვის დამოუკიდებელ კომისიაში გაწევრების პირობების შესახებ ანტიკორუფციული ბიურო ინფორმაციას ავრცელებს

04 ნოემბერი 2025, 11:50 173 ნახვა

წლის განმავლობაში შესამოწმებელი თანამდებობის პირთა შერჩევისათვის დამოუკიდებელ კომისიაში გაწევრების მიზნით, სსიპ - ანტიკორუფციული ბიურო იწვევს აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.

„შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებული მე-8 მუხლის თანახმად აკადემიური წრის წარმომადგენელი კომისიის წევრი უნდა იყოს პირი:

ა) რომელიც არ არის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის ოჯახის წევრი ან/და ახლო ნათესავი;

ბ) რომლის მიმართ არ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა/არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) რომელიც არ არის სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურე.

ერთი და იგივე პირი კომისიის წევრად არ შეიძლება არჩეულ იყოს ზედიზედ 2-ჯერ.

კომისიაში გაწევრების მსურველი კანდიდატების განცხადება, ასევე ინფორმაცია/დოკუმენტაცია კანდიდატის ან ზემოაღნიშნულ პირობებთან შესაბამისობის შესახებ, უნდა გაიგზავნოს სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@acb.gov.ge არაუგვიანეს 2025 წლის 24 ნოემბრისა.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:

https://shorturl.at/5dmo7

https://shorturl.at/4j89S

https://shorturl.at/hYBpB

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე