ევროპულ სასამართლოში 2021 წლის მოსმენების საქმეზე პირველი საჩივრები გაიგზავნა

29 ივნისი 2022, 10:47 645 ნახვა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა  საქართველომ“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ იურისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების შესაძლო უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინეს. თემაზე ბრიფინგი გამართეს, რომელზეც  აღინიშნა, რომ საჩივარში საკითხი ორი მიმართულებითაა დაყენებული - ქართული კანონმდებლობის კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობა მოსმენებთან დაკავშირებით და არაეფექტიანი გამოძიება.

„გასულ წელს, 1-ელ აგვისტოს, შემდეგ 13 სექტემბერს გავრცელდა სუს-ის კადრები, რომლებიც ასახავს უფლებადამცველების, ჟურნალისტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების პირადი და საქმიანი საუბრის შესახებ ჩანაწერებს. აღნიშნულის შემდეგ არაერთმა ადამიანმა ამოიცნო საკუთარი თავი და მიმართა გამოძიებას. სამწუხაროდ, მთელი ამ პერიოდის გამავლობაში საგამოძიებო ორგანოების მხრიდან არანაირი ინდიკაცია არ არსებობს გამოძიების პროგრესის შესახებ. პროკურატურა და სასამართლო მუდმივად უარს ეუბნება ამ ადამიანებს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე  – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი