ცვლილება სამშენებლო კოდექსში - შენიშვნები და რისკები

22 ივნისი 2022, 17:25 4285 ნახვა

ცვლილება სამშენებლო კოდექსში. პარლამენტი საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავს და ის ბათუმში სამშენებლო რეგულაციებს ეხება. ცვლილებებს პირველი მოსმენით 75-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ოპოზიციას მიმაჩნია, რომ საკითხი წინასწარ ექსპერტებთან განხილული არაა და ეს ცვლილებები ქაოტურ მშენებლობებს  შეუწყობს ხელს.  პარლამენტში წარდგენილი ცვლილების მიხედვით,  2027 წლის პირველ  იანვრამდე, ავარიული სახლების დემონტაჟისა და მათ ნაცვლად ახალი მრავალბინიანი სახლების მშენებლობის მიზნით, ბათუმის მერიის მიერ შესაძლებელია, განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება, ასევე კანონით დადგენილი მოთხოვნებისგან განსხვავებული პირობებით ქალაქთმშენებლობითი და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცება ან მასში ცვლილებების შეტანა. ამასთან, პროექტით, სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ავარიული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟიც ემატება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი