ევროკომისიის გადაწყვეტილების მოლოდინში

22 ივნისი 2022, 12:03 743 ნახვა

ევროპის კარი საქართველოსთვის ერთპიროვნული მმართველობის გამო დაიხურა - ასე ფიქრობენ ოპოზიციაში. იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ერთპარტიული მმართველობის დასრულებისთანავე ეს კარი ისევ გაიღება.

მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ევროინტეგრაციისთვის, სამომავლოდ კი აპირებენ გაითვალისწინონ ევროსაბჭოს რეკომენდაციები ევროსაბჭოსთან დასაახლოებლად.

რაც შეეხება დაანონსებულ აქციებს, აცხადებენ, რომ  ევროინტეგრაციის მოთხოვნით მოქალაქეების შეკრება მათი უფლებაა. თუმცა, თუ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი ისარგებლებს ამ მომენტით ეს უარყოფითად აისახება მათ პოლიტიკურ მომავალზე. 

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" 24 ივნისს აქციას გეგმავს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ამავე დღეს ორგანიზაცია ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნებასაც აპირებს.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი