“შინ ევროპისკენ” - აქცია ბათუმში

21 ივნისი 2022, 12:11 571 ნახვა

„შინ ევროპისკენ“ - აქცია გაიმართა ბათუმში. მოქალაქეები ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელთან შეიკრიბნენ და ევროპის მოედნამდე ევროპული მარში მოაწყვეს. ევროპის მოედანზე მოწყობილ სცენაზე სიტყვით მოქალაქეები გამოდიოდნენ, ყველა გამომსვლელის მთავარი გზავნილი ევროკავშირის წევრობისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ეხებოდა.

სცენა სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს დაეთმოთ.

ევროპული მარშის ორგანიზატორი სამოქალაქო საზოგადეობის წარმომადგენლები იყვნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი