“შინ ევროპისკენ” - აქცია 

20 ივნისი 2022, 11:02 739 ნახვა

„შინ ევროპისკენ“. 20 ივნისის 20:00 საათი. დღეს დედაქალაქში რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბებიან , მოგვიანებით კი მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.

აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. 

როგორც  ორგანიზატორები ამბობენ, ამ ფორმით სურთ გზავნილი ევროპისთვის, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს კიდევ ერთხელ დაანახონ ერთობა საქართველოდან.

აქცია „სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება. აქციას სტუდენტებიც უერთდებიან, თუმცა პოლიტიკოსებს  სხვადასხვა  პოზიცია აქვთ.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი