ევროპა ყველაფერს გააკეთებს რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად - ავსტრიის პრეზიდენტი

20 ივნისი 2022, 10:16 430 ნახვა

ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვან დერ ბელენმა განაცხადა, რომ ევროპა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულოს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი. ამის შესახებ მან რიგაში სამი ზღვის ინიციატივის სამიტის დაწყების წინ განაცხადა.

ავსტრიის ლიდერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა ერთიანია „რთულ დროს, როდესაც ომის საშინელება დაბრუნდა“.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში