რუსეთმა უკრაინაში 200-ზე მეტი სახის აკრძალული იარაღი გამოიყენა - NYT

20 ივნისი 2022, 10:36 759 ნახვა

რუსეთის ჯარებმა უკრაინის წინააღმდეგ საერთაშორისო ხელშეკრულებებით აკრძალული 210-ზე მეტი სახის იარაღი  გამოიყენეს. ამის შესახებ The New York Times-ი წერს. ძირითადად ეს იყო კასეტური საბრძოლო მასალები, რომლებიც ომის დასრულებიდან ათწლეულების შემდეგაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობიანი მოსახლეობას.

აკრძალული იარაღის გამოყენების გამო დაიღუპა და დაშავდა უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები. განადგურდა  მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტები.

"The Times-ის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ რუსეთს არ შეუზღუდავს  ამ იარაღის გამოყენება. 

ექსპერტებმა შეისწავლეს ჭურვების ათასზე მეტი ფოტო და უკრაინის ტერიტორიების დაბომბვის შედეგები და დაადგინეს  2 ათასზე მეტი საბრძოლო მასალა, რომელთა უმეტესობა უმართავი იყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი