ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ახალმა მეთაურმა მოუწოდა მოემზადოს ქვეყანა ევროპაში ომისთვის და შექმნას არმია, რომელსაც შეუძლია რუსეთის დამარცხება. ამის შესახებ ქვეყნის გენშტაბის ახალმა უფროსმა, გენერალმა პატრიკ სანდერსმა განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში ხაზს უსვამს ბრიტანული არმიის მთავარ მიზანს - დაიცვას დიდი ბრიტანეთი რუსეთის აგრესიისგან.
სანდერსმა გაიხსენა, რომ ის იყო გენშტაბის პირველი უფროსი 1941 წლის შემდეგ, ვინც სათავეში ჩაუდგა არმიას ევროპაში კონტინენტური ძალის მონაწილეობით ომის ფონზე.