გიგი უგულავა თავისუფალია

06 იანვარი 2017, 00:00 3457 ნახვა

გიგი უგულავა თავისუფალია. ე.წ. მატროსოვის ციხესთან თბილისის ყოფილ მერს ოჯახის წევრები, მეგობრები და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დახვდნენ. სააპელაციო სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს პატიმრობის ვადა გაუნახევრა. მოსამართლემ გადაწყვეტილება, დღევანდელ პროცესზე გამოაცხადა.  ლაპარაკია ე.წ. თბილსერვის ჯგუფის საქმეზე.უგულავა ამ საქმის ნაწილში დამნაშავედ ცნეს და 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. გამამტყუნებელი განაჩენი ადვოკატებმა გაასაჩივრეს, გამამართლებელი ნაწილი კი, პროკურატურამ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი