შეერთებული შტატების გარდა, უკრაინას პირდაპირ თავდაცვით მხარდაჭერას უწევს 40-ზე მეტი სახელმწიფო. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა განაცხადა.
"უსაფრთხოების სფეროში ამერიკის შეერთებული შტატების, ისევე როგორც 40-ზე მეტი მოკავშირისა და პარტნიორის მხრიდან დახმარება აძლიერებს უკრაინის პოზიციებს მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში" - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ეს ხელს უწყობს უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფას ბრძოლის ველზე, ასევე მისი პოზიციის განმტკიცებას მოლაპარაკების მაგიდასთან.