„მაიმუნის ყვავილი“ საქართველოში დაფიქსირდა

15 ივნისი 2022, 20:02 823 ნახვა

მსოფლიოს რიგი ქვეყნების შემდეგ, „მაიმუნს ყვავილის“ სახელად წოდებულმა ვირუსმა საქართველოშიც შემოაღწია. ინფიცირებულს ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

პაციენტს ვირუსის მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან.

აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ, სადაც ვირუსის აფეთქება მოხდა, დადასტურებულია „მაიმუნის ყვავილის“ 1 600 შემთხვევა 40-მდე ქვეყანაში.

23 ივნისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების კომიტეტის სხდომა იგეგმება, რომელზეც იმსჯელებენ, ქმნის თუ არა ინფექცია საერთაშორისო საფრთხეს საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის.

აქამდე სპეციალისტები ამბობდნენ, რომ  ისე, როგორც კოვიდ 19, მაიმუნის ყვავილი საშიში არ არის და არც პანდემიის საშიშროებაა

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი