ბრიუსელში 50-მდე ქვეყნის წარმომადგენელი უკრაინის სამხედრო დახმარებაზე იმსჯელებს

15 ივნისი 2022, 10:16 394 ნახვა

უკრაინის თავდაცვის საკითხებზე რამშტაინის საკონტაქტო ჯგუფის ფორმატში შეხვედრას, რომელიც დღეს ბრიუსელში უნდა გაიმართოს, 50-მდე ქვეყნის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან, - ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელმა ნატოში, ჯულიანა სმიტმა განაცხადა. მისი თქმით, განიხილება უკრაინის ბრძოლის ველებზე არსებული ვითარება.

მონაწილეები განიხილავენ, თუ რა დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევა შეუძლიათ უკრაინისთვის, რათა დაეხმარონ მას ამ ომში გამარჯვების უზრუნველყოფაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში