ჩემპიონთა ლიგაზე ბათუმის "დინამოს" მეტოქე "სლოვანი" იქნება

14 ივნისი 2022, 14:45 1436 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის პირველ  საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამოს" მეტოქე ბრატისლავის "სლოვანი" იქნება.

ბრატისლაველთა მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ვლადიმერ ვაისია, ამ გუნდის შემადგენლობაში კი ორი საქართველოს ნაკრების წევრი გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობს.

პირველი ეტაპის შეხვედრები 5-6 ივლისს და 12-13 ივლისს ჩატარდება.

გია გეგუჩაძის გაწვრთნილი "დინამო" ორ მატჩიან დუელში პირველ მატჩს გასვლაზე ითამაშებს.

ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ხვალ გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი