ქედა: ნაციონალური მოძრაობის გზის აღდგენის მოთხოვნა 

13 ივნისი 2022, 17:48 1022 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობა'' ქედაში დანდალო-ტაკიძეების დამაკავშირებელი გზის აღდგენას ითხოვს. საავტომობილო გზაზე გასულ წელს მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც აჭარის საავტომობილო გზების  დეპარტამენტმა ქვის გაბიონი მოაწყო. თუმცა სამუშაოებმა გეოლოგიური პროცესი ვერ შეაჩერა და როგორც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ამბობენ, სამუშაოებმა მეწყრის გააქტიურება გამოიწვია.

დეპუტატები ამბობენ, რომ გზით ორი სოფლის მოსახლეობა სარგებლობს და ეს მათთვის უმოკლესი გზაა ცენტრთან დასაკავშირებლად.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ ტერიტორიას ჯერ გეოლოგები სწავლობენ და სწორედ მათი რეკომენდაციის შესაბამისად დაიგეგმება ჩასატარებელი სამუშაოები.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი