ინგლისის პრემიერ ლიგამ რუსულ Match TV-თან ​კონტრაქტი შეაჩერა

10 ივნისი 2022, 10:51 628 ნახვა

ინგლისის პრემიერლიგამ რუსულ „მატჩ ტვ“-სთან ექვსწლიანი კონტრაქტი შეაჩერა, რომლის საერთო ღირებულება 50 მილიონი ევროა.

ინგლისში პრემიერლიგის ყოველწლიური შეხვედრის კვირეული მიმდინარეობს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ესეც განიხილეს.

მანამდე პრემიერლიგამ „რამბლერთან“კონტრაქტი უკრაინაში ომის გამო მარტში შეაჩერა, რომელსაც ვადა სეზონის დასრულებასთან ერთად გაუვიდა.

ჯერჯერობით უცნობია ახალი კონტრაქტი რამდენ ხანს იქნება შეჩერებული ან საბოლოოდ გაუქმდება თუ არა.

პრემიერლიგის ხელნძღვანელობამ განაცხადა, რომ რუსეთმა თავისი ქმედებით მათ სხვა გზა უბრალოდ არ დაუტოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი