„განახლებული რეგიონების პროგრამა'' და ოპოზიციის ბრალდებები მთავრობას

09 ივნისი 2022, 14:30 825 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა'' მთავრობას კორუფციაში და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.  რეზო ხარაზის განცხადებით, პრემიერის ინიციატივით დაწყებული პროგრამა „განახლებული რეგიონების“  ბათუმში ხარვეზებით მიმდინარეობს.

ირწმუნება, რომ 6 მილიონი გმირთა ხეივნის განახლებისთვის არამიზნობრივად იხარჯება და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქართულ ოცნებასთან დაახლოებული კომპანია შპს „საბა კონტრაქშენი „ ასრულებს, რომელსაც  ავანსის სახით თანხის 40 პროცენტი მიღებული აქვს, თუმცა სამუშაოები ნელი ტემპით  მიმდინარეობს.

პროექტი 2021 წლის აპრილში დაიწყო და სამუშაოები 2023 წლამდე უნდა დასრულდეს. 

მუნიციპალური განვითარების ფონდში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, ოპოზიციის ბრალდებას კი  უსაფუძვლო  უწოდეს.

უწყებაში გვითხრეს, რომ გმირთა ხეივანში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს და სამუშაოები განსაზღვრულ ვადებში დასრულდება. ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ხიდის ბურჯებს ამონტაჟებენ.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი